თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი - მესამე რაუნდი

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები დღეს, 3 სექტემბერს, 19:00 საათზე გამოვლინდებიან.