ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

ბილ რაიჰართი - სილიკონ ველი, Garage Technology Ventures- ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ჩერჩილის კლუბისა და VC Taskforce-ის მცირე გრანტთა მრგვალი მაგიდის თავმჯდომარე, Garage.com-ისა და ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი. 1998 წელს ბილ ჰაირათმა დააფუძნა კომპანია გაი კავასაკისთან ერთად. მან ინვესტიციები ჩადო კომპანიებში, რომლებიც ახორციელებდა მყარი აპარატურისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებას. არის მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი, ლექტორი.

ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. ჯონათან თაუერმა 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში სამი ძირითადი მიმართულებით: მომხმარებელი (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).

სტივ ადელმანი - სილიკონ ველი, Nexus Partners-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. 20 წელზე მეტია აფასებს და ინვესტიცირებას ახდენს ადრეულ ეტაპზე მყოფ კომპანიებში, მართავს კორპორაციული მეწარმეობის კაპიტალს Reuters-ში, Novell-სა და Palm-ში.

რონალდ ვაიზმანი - სილიკონ ველი, Angel Capital Association - ის დირექტორთა საბჭოს წევრი, Band of Angels - ის თავმჯდომარე, ინვესტიციებსა და აღმასრულებელ მენეჯმენტში 25 წლიანი გამოცდილებით. რონალდმა ინვესტიცია განახორციელა 60 – ზე მეტ კომპანიაში და კონსულტაცია გაუწია 25-ზე მეტ კერძო კომპანიას.

ფრენკ დიბეინი - საფრანგეთი, პარიზი, ESCP Business Angel Network - ისა და The Family - ის წევრი, ბიზნესისა და მენეჯმენტის ლექტორი პარიზის უნივერსიტეტში და Groupe ESIEA– ს პროფესორი. ფრენკ დიბეინი განათლებით ინჟინერია.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 3 სექტემბერს გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.