სტუმრად ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში

გვისტოს ომის მე-11 წლისთავზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე - გოჩა ლორთქიფანიძე დაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. 

ცენტრში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მოზარდებისთვის მოეწყო სპეციალური საბავშვო ტრენინგები (Little Bits, Lego Robotics) თანამედროვე ტექნოლოგიების სტანდარტების გათვალისწინებით. ღონისძიების მონაწილეებმა აგრეთვე მოისმინეს პრეზენტაცია მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისა და ტექნოპარკის FABLAB-ში არსებული შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლის მკვიდრი მოზარდებისთვის ადგილზე თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობასა და ახალი უნარების განვითარებას.