დასაქმების ფორუმი ტექნოპარკში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია „GeoLab”-თან თანამშრომლობით თბილისსა და საქართველოს რვა რეგიონში არსებულ ინოვაციურ ცენტრებსა და ტექნოპარკებში, ჰიბრიდული სწავლების მეთოდით, გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსი განახორციელა.

ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც პროექტის კურსდამთავრებულებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს.