გრანტების პროგრამის შეხვედრა ტექნოპარკში

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების 100 ათასლარიანი გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ პირებს პროგრამის კოორდინატორმა გიორგი ბაგაშვილმა საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია წარუდგინა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭრით.

კონკურის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი. 
დამატებითი ინფორმაციისთვის -www.grants.gov.ge