ზაზა ფაჩულია სტუმრად ტექნოპარკში

NBA - ს ორგზის ჩემპიონი, ენტრეპრენერი და ,,ანგელოზი ინვესტორი" ზაზა ფაჩულია ქართველ სტარტაპებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში შეხვდა.

ზაზა ფაჩულიამ დამსწრე საზოგადოებას წარმატების საკუთარი ისტორია გააცნო, გაიხსენა პირველი ნაბიჯები კარიერაში, რა წინააღმდეგობებისა და სირთულეების გადალახვა მოუწია სპორტსმენს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. მან ასევე ისაუბრა, როდის და რატომ დაინტერესდა ენტრეპრენერობით და კონკრეტული რჩევები მისცა ახალგაზრდებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.