ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადების ტრენინგები

საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადება იწყება. შემოდგომიდან დაგეგმილ ტრენინგებსა და სწავლებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დააფინანსებს.

ორწლიანი გადამზადების კურსის გავლის შემდეგ ბენეფიციარები საერთაშორისო სერტიფიკატებს მიიღებენ, რაც მათ მუშაობის უფლებას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მისცემს.