საინფორმაციო შეხვედრა ტექნოპარკში

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ პირებს ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ უმასპინძლა, პროგრამის მენეჯერმა თამარ ჭელიძემ კი დამსწრე საზოგადოებას საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია წარუდგინა და შეკითხვებსაც უპასუხა. 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 31 მაისს მესამედ გამოაცხადა. 

კონკურის მიზანია, საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის -www.grants.gov.ge