Future Agro Challenge ტექნოპარკში

ტექნოპარკში საქართველოში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge ჩატარდა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სტარტაპ ბიუროსა და ბილაინის მხარდაჭერით განხორციელდა.

გამარჯვებული დავით მიზანდარის გუნდი გახდა იდეით “QVEVRI.XYZ”. იგი მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში 2019 წლის 7-11 სექტემბერს.

Future Agro Challenge-ი უმსხვილესი გლობალური ინიციატივაა, რომელიც ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.