საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

STEM - ის ფესტივალი ბათუმში

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ბათუმში STEM-ის ფესტივალს დაესწრო, რომელიც ქართულ-ამერიკულ სკოლაში "პროგრესი” ჩატარდა. ფესტივალი ინოვაციების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური დანადგარების შესახებ და გაეცნენ ტექნოპარკში არსებულ შესაძლებლობებს. მათ ასევე ჩაუტარდათ ვორქშოპი 3D პრინტერის მოდელირების და პროგრამირების საფუძვლების შესახებ. ავთანდილ კასრაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად ბათუმის ტექნოპარკსაც ესტუმრა, პირადად დაათვალიერა მშენებლობის პროცესი და ტექნოპარკთან არსებული სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსიც მოინახულა.