შერჩევა საკონსულტაციო სერვისისთვის: სტარტაპ და ინოვაციური თანადაფინანსების პროგრამების ციფრული მარკეტინგული კამპანიის განხორციელება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ინტერესთა გამოხატვას შემდეგ საკონსულტაციო მომსახურებაზე: სტარტაპ და ინოვაციური თანადაფინანსების პროგრამების ციფრული მარკეტინგული კამპანიის განხორციელება.

თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

ციფრული მარკეტინგული კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს პროგრამის შესახებ ცნობიერების გაზრდას საგრანტო კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ განცხადებას ინგლისურ ენაზე.