საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

Product Tank Tbilisi- ის შეხვედრა ტექნოპარკში

ტექნოპარკში Product Tank Tbilisi-ის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა, სადაც მოწვეული სტუმრები იყვნენ სტარტაპ დამფუძნებლები, პროდუქტ მენეჯერები, დიზაინერები და დეველოპერები. ღონისძიების მსვლელობისას სპიკერებმა დეტალურად ისაუბრეს, თუ რა გზას გადის ნებისმიერი სტარტაპ იდეა წარმატებულ პროდუქტამდე. საუბარი შეეხებოდა ანალიტიკის როლს პროდუქტების განვითარებაში და ასევე პროდუქტის დიზაინის მნიშვნელობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. Product Tank - ის შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 175 ქალაქს აერთიანებს.