,,სტარტაპ მეგობრული'' - შეხვედრა ტექნოპარკში

ტექნოპარკში პროექტის ,,სტარტაპ მეგობრული“ ფარგლებში კერძო კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტარტაპები შეიკრიბნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამების ბიზნესინკუბატორის, სტარტაპ საქართველოსა და თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ერთი წლის წინ „სტარტაპ მეგობრული“-ს პროექტში ჩაერთნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტარტაპ მეგობრულ პროგრამაში ჩართვის შემდეგ სტარტაპებს აქვთ წვდომა შეღავათიან პროდუქტებსა და სერვისებზე, გარდა ამისა მათ პოტენციური ინვესტორის მოძიების შესაძლებლობაც ეძლევათ.

პროგრამის მიზანია ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ინოვატორებისა და სტარტაპების სწრაფი განვითარების ხელშესაწყობად.