,,კანტის აკადემია'' სტუმრად ტექნოპარკში.

ტექნოპარკს „კანტის აკადემიის“ 120-მდე მოსწავლე ესტუმრა. ახალგაზრდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ უმასპინძლა. შეხვედრამ კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა, შეხვედრის მონაწილეებმა თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობაზე, ინოვაციურ გამოწვევებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია თემაზე ,,ტექნოლოგიების როლი განათლებაში“ და განიხილეს განათლების სისტემის სხვადასხვა გამოწვევა და მომავლის პროფესიები.