ავღანეთის დელეგაციის სტუმრობა ტექნოპარკში

მიმდინარე წლის 5 მარტს საქართველოს ეწვია მაღალი რანგის დელეგაცია ავღანეთიდან ინდუსტრიისა და კომერციის მინისტრის მოადგილისა და ავღანეთის პრეზიდენტის ეკონომიკის საკითხებში უფროსი მრჩევლის ხელმძღვანელობით. ვიზიტი შედგა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ორიენტირებულია ავღანეთში კერძო სექტორისა და მეწარმეობის განვითარებაზე.

ავღანური დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და ასევე, სამინისტროს დაქვემდებარებულ რამდენიმე სააგენტოსთან, მათ შორის სსიპ-თან ,,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“. 

ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს ქართული სტარტაპ ეკოსტისტემის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და გამოცდილება გაუზიარა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ტექნოპარკსაც ეწვევიან.