Google Hash Code-ის ღონისძიება ტექნოპარკში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში Google Hash Code-ის ღონისძიება გაიმართა. Google Hash Code არის გუგლის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც დეველოპერებს ეძლევათ საშუალება რეალურ დროში მიიღონ ტექნიკური დავალება და იმუშაონ მის გადაჭრაზე. წარმატებული მონაწილეები მიწვეული იქნებიან ფინალურ რაუნდში, რომელიც გაიმართება გუგლის სათაო ოფისში, ირლანდიაში.