საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ რეგიონული ბიზნესის ფორუმში ,,ღია დიალოგი“ მიიღო მონაწილეობა

აქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიის პროექტის მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესის ფორუმი ,,ღია დიალოგი“ გაიმართა. საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან მოწვეულ მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, საშუალება მიეცათ, ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებისთვის იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია, რაც მათ საქმიანობის პროცესში ექმნებათ, ასევე მიეღოთ პასუხები მათთვის აქტუალურ კითხვებზე და მთავრობის გეგმებზე.

ფორუმში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მიიღო.