ტრენინგები თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტებისთვის

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო. დღეიდან 15 თებერვლის ჩათვლით კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები მოამზადებენ:

• იან მაკფერსონი - ეკონომისტი
• ანტონიო კოლადო - CARSA-ს უფროსი კონსულტანტი, კომპანიის წამყვანი შემფასებელი და ბიზნესის მენეჯმენტის ტრენერი
• დავიდ ვიდალი - კომპანიის Crossing the Mirror მმართველი დირექტორი
• ფრენკ ჰენიგანი - მრჩეველი ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების განხრით
• დავით ჩეჩელაშვილი - ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი.

ფინალურ ეტაპზე თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეები საინვესტიციიო კომიტეტის წინაშე წარსდგებიან. გამარჯვებულები 22 თებერვალს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანა.