კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ტექნოპარკში

ტექნოპარკში, უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით ერთდღიანი ტრენინგი გაიმართა. კიბერუსაფრთხოების ტრენინგს ესწრებოდნენ უფროსკლასელები, ხოლო კიბერბულინგის ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ-მასწავლებლები, მშობლები და მანდატურები. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა, "მკვლელი თამაშები", კიბერდანაშაული, ფიშინგი, პერსონალური მონაცემების დაცვა. მონაწილეებმა მოისმინეს და მიიღეს რჩევები გამოცდილი სპეციალისტებისგან უსაფრთხო ონლაინ ცხოვრებასთან დაკავშირებით.