გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისი მოლში''

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით „თბილისი მოლში“ გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის "დაიწყე ბიზნესი, შექმენი ფაბლაბში" მეექვსე ნაკადის გუნდებმა, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქცია. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტის მონაწილე სტარტაპებს საშუალება მისცა, იდეა ექციათ ბიზნესად და დაეწყოთ მცირე წარმოება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ვექტორული გრაფიკისა და დანადგართან მუშაობის ტრენინგები, რამაც საშუალება მისცა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით განეხორციელებინათ პროდუქციის წარმოება. აგრეთვე, მათ ჩაუტარდათ ტრენინგები გაყიდვების, ბიზნეს მოდელის შექმნისა და დიზაინის მიმართულებით. პროტოტიპირების პროცესში გუნდებს ფაბლაბის კვალიფიციური ტექნიკური სპეციალისტები დაეხმარნენ. პროექტის მიზანია საქართველოში გაჩნდეს უფრო მეტი სტარტაპი და ინოვატორებს მიეცეთ საშუალება, იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდასა და ტექნოლოგიების განვითარებას.