კანტის აკადემიის სტუდენტები ტექნოპარკში

კანტის აკადემიის სტუდენტები პრაქტიკული ვიზიტის ფარგლებში სტუმრად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში იმყოფებოდნენ. აკადემიის სტუდენტებს ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ უმასპინძლა. მან დეტალურად ისაუბრა სააგენტოს საქმიანობაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ ინოვაციურ გამოწვევებზე. შეხვედრა ინტერაქციული იყო და კანტელებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის აქტუალურ და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

კანტის აკადემია არის წამყვანი არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მათში გონებრივი პოტენციალის ზრდას, სააზროვნო სისტემის გაფართოებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.