“Fuckup Nights Tbilisi„ ტექნოპარკში.

ტექნოპარკმა "Fuckup Nights Tbilisi"- ის მერვე შეხვედრას უმასპინძლა. ყველაზე საინტერესო ბიზნესისტორიები დამსწრე საზოგადოებამ ღონისძიების სპიკერებისგან მოისმინა: 


• სერგი გვარჯალაძე - ღამის თბილისის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი
• თომას ბარნსი - Coda Story-ის ვიდეოპროდიუსერი
• მარკ ადამ ჰაროლდსი - ვილნიუსის ღამის მერი
• შოკო ჩაჩუა - ჰუმანას მარკეტინგის მენეჯერი და ვინტილატორის თანადამფუძნებელი

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გვიამბობს. Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში წარმატებული ადამიანები საკუთარ პროფესიულ წარუმატებლობასა თუ შეცდომებს ფართო აუდიტორიას უზიარებენ.

ღონისძიება Tbilisi Startup Bureau-ს და Impact Hub Tbilisi-ს ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.