FabTalks - ლევან მოლაშვილი

ტექნოპარკში FABtalks-ის შეხვედრა გაიმართა თემაზე-"როგორ შეიძლება გავიტანოთ პროდუქტი გლობალურ ბაზარზე. ღონისძიებაზე, მოწვეული სტუმარი იყო ლევან მოლაშვილი, კომპანია Amazon Expert Hub თანადამფუძნებელი. მას განათლება გერმანიაში აქვს მიღებული, არის ლექტორი და ასევე, ატარებს კერძო კონსულტაციებსა და სესიებს საერთაშორისო, ელექტრონულ ვაჭრობასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ლევან მოლაშვილმა ისაუბრა შესაძლებლობების სწორად გამოყენებაზე, საკუთარი პროდუქტის განვითარების საშუალებებსა და შემდგომ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანის გზებზე. სხვადასხვა ონლაინ გიგანტების-Amazon, Ebay და ასევე, ხელნაკეთი ნივთების პლატფორმის Etsy-ის საშუალებით. სპიკერმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას და კონკრეტული რჩევებიც მისცა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. FABtalks- ტექნოპარკის ფაბლაბის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს FAB Community-სთვის საინტერესო თემებზე საჯარო ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას.