სტენფორდის ბიზნეს სკოლის მაგისტრანტები სტუმრად ტექნოპარკში

ტექნოპარკს სტენფორდის ბიზნეს სკოლის (GSB)  ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრანტები პროფესორ კუანგ ხუსთან ერთად ესტუმრნენ. სტუდენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ უმასპინძლა. სტენფორდის ბიზნეს სკოლა ყოველწლიურად გეგმავს სასწავლო ტურების სერიას, დელეგაცია შეისწავლის ისეთ თემებს, როგორიცაა ადგილობრივი პოლიტიკის საკითხები, ბიზნეს ლიდერები, ინოვაციური ინკუბატორების ნავიგაციის კონტექსტი და მათ ზრდა-გარდაქმნის თავისებურებები პოსტ საბჭოთა პერიოდში.