საგრანტო კონკურსის საინფორმაციო შეხვედრა ტექნოპარკში

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ პირებს პროგრამის მენეჯერმა თამარ ჭელიძემ საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია წარუდგინა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა. 

თანადაფინანსების გრანტების საინფორმაციო შეხვედრები თბილისის შემდეგ თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართება. 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 19 ნოემბერს გამოაცხადა. კონკურის მიზანია, საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.