საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით სესიების ჩატარებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში ამოქმედდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით, სფეროში ცოდნის გადაცემის ციკლი არ შეწყდება და წარიმართება პროფესორების,…
ტექნოპარკში, Ogieurope-ის ორგანიზებით, ორდღიანი ტრენინგი ,,მომხმარებელი და ბიზნეს სტრატეგია საქართველოში” გაიმართა, რომელსაც GOOGLE Digital-ის წამყვანი ტრენერები ერიკ რენარდი და პილარ ბარიო უძღვებოდნენ. ორი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები ისეთ თემებს განიხილავდნენ, როგორიცაა Brand Storytelling და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოების შემდეგ საინვესტიციო კომიტეტის წევრებმა ბილ რაიჰართმა, ჯონათან თაუერმა და მარვინ ლიაომ, Startup Grind Tbilisi -ის ორგანიზებით, შეხვედრა სტარტაპერებთან გამართეს. საერთაშორისო ვენჩურულმა ინვესტორებმა დამსწრე საზოგადოებას  საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს…
,,იმედის დილის" სტუმრები არიან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი და პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპის ,,ჭკვიანი ფანჯარა" დამფუძნებელი ლუკა პაჭკორია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები  ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა,  თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების…
ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:…
ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში, პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. პროექტი ამერიკული ცენტრის StrategEast-ისა და პროგრამული ინჟინერიის წამყვანი ამერიკული კომპანიის EPAM Systems-ის ერთობლივი ძალისხმევითა და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ღონისძიება…