საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები

11-12 თებერვალს, სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე, სტარტაპ გრაინდის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.GITA - სა და Startup Grind Tbilisi-ს ორგანიზებით საქართველოდან სილიკონ ველიზე ათამდე წარმატებული ქართული სტარტაპი გაემგზავრა.,,ბიზნესპარტნიორის" სტუმარია GITA - ს სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსი მარიამ შარანგია.
22 თებერვალს, 13:00 საათზე ტექნოპარკში ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართება.,,იმედის დღის" სტუმრები არიან GITA - ს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი და StrategEast-ის პრეზიდენტი ანატოლი მოტკინი
ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო. დღეიდან 20 თებერვლის ჩათვლით კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები მოამზადებენ: ქრისტოფერ ბერი - მეწარმე, ტექნოლოგიების ლიდერი, ინვესტორი და სპიკერი, აშშ-ს ბაზრის…
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლინდა. 23-25 თებერვალს 100 000-ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად ფინალისტები საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან. სულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 173 განაცხადი და 2 დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის ხარისხობრივი შეფასების შედეგად შეირჩა 41 პროექტი. თითოეულ აპლიკანტს აქვს…
28 იანვარს  სასტუმრო Wyndham Grand-ში, სტარტაპ გრაინდმა მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით  შეხვედრა გამართა ბრიტანელ ინვესტორთან  ნელსონ გრეისთან.  ღონისძიების მიზანია საქართველოში ენჯელ ინვესტინგის პოპულარიზაცია და სტარტაპერების წახალისება. მოწვეულმა ინვესტორმა  საკუთარი ოცწლიანი…
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ისრაელის ელჩმა რან გიდორმა  გამართულ შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საქართელოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ისრაელის ელჩი პოზიტიურად აფასებს და მათი მხრიდან ჩართულობა გაიზრდება საქართველოს…
ტექნოპარკში ინოვაციურ შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის ტვინინგის პროექტის “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება” ფარგლებში განხორციელდა და ის საქართველოს შესყიდვების სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და…
2020 წლის 20 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ…