კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი-მსოფლიო ბანკის ანგარიშის პრეზენტაცია

,,ინოვაციური ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების მოპოვებისათვის ხელშემწყობი გარემოდან გამომდინარე, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული” - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში, რომლის პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა. კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი: ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონის 2018 წლის ეკონომიკური ანგარიში მსოფლიო ბანკის ECA რეგიონის მთავარმა ეკონომისტმა ჰანს ტიმერმა წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, მსოფლიო ბანკის ECA რეგიონის მთავარმა ეკონომისტმა ჰანს ტიმერმა, ,,Golden Fleece” - ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ გოგოხიამ. პანელის მოდერატორი იყო ,,Spotcoin” – ის თანადამფუძნებელი ენდრიუ ტორნჰოლი. ღონისძიება ორგანიზებული იყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად.