ტექნოპარკში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტ Startup Beats - ის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის სტუმარი სტარტაპერი, GenesisAI - ს და Palatine Analytics - ის დამფუძნებელი არჩილ ჭეიშვილი იყო.
სტუმარმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა ხელოვნურ ინტელექტზე და სტარტაპის განვითარების ეტაპებზე.
შეხვედრის მთავარი თემა იყო: ,,როგორ დავიწყოთ და გავზარდოთ სტარტაპი''.