ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომპანია Microsoft -ის ორგანიზებით ღონისძიება Microsoft Blockchain day გაიმართა, სადაც განხილული იქნა Blockchain-სა და Cloud-ის ტექნოლოგიების მნიშვნელობა.
ღონისძიება ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ და Microsoft საქართველოს ქვეყნის მენეჯერმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ გახსნეს.
Microsoft-ის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები Blockchain-ის თემებზე. “Microsoft Blockchain day“ არის განსაკუთრებული შესაძლებლობა Blockchain ტექნოლოგიებში უკეთ გასარკვევად.
ღონისძიებაზე ასევე გაკეთდა პრეზენტაცია Microsoft- ის სტარტაპების მრადაჭერის პროგრამების შესახებ.