Programs

Front end web development - საბაზისო კურსი

Front end web development - საბაზისო კურსი

  თბილისი

პროგრამა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის 8-12 კლასელებისთვის. პროგრამის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ პროგრამირების საწყისები Front end development HTML, CSS და შექმნან მინი პროექტი.

Objectives

  • პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებს, ახალგაზრდებს მოკლე კურსების საშუალებით მისცეს პირველი საბაზისო ცოდნა ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ.

Front end web development - საბაზისო კურსი

GeoLab Junior არის პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელშიც ერთვებიან ჯეოლაბის კურსდამთავრებულებულები მოხალისებრივად. რაც ერთის მხრივ ეხმარება მათ საკუთარი ცოდნის გამყარებაში, დახვეწასა და ახალი უნარების განვითარებაში. ხშირად განათლების პროცესში მოხალისეობრივად ჩართულ;ი სტუდენტები აგრძელებენ სწავლების მიმართულებით განვითარებას და ყალიბდებიან პროფესიონალ ტრენერებად. რეგიონების შემთხვევაში ეს შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ ადგილობრივი ტრენერები ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

მეორეს მხირვ კი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებას. ეს ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იქნება ჯეოლაბის და GIta-ს ერთობლივი კურსებისთვის და არა მარტო.

 

პროექტი სამომავლოდ შესაძლებლობას მოგვცემს შევინარჩუნოთ კავშირი რეგიონებში კურსდამთავრებულებთან, მივიღოთ მათგან ინიციატივები. დავეხმაროთ განვითარებაში და ადგილზე სხვადასვხა პროექტებისა და აქტოვობების განხორციელებაში.

 

 

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ჩაატარებენ 6 (12 საათი) შეხვედირიან კურსს: Front end development HTML, CSS


კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას და გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

 

❏ საიტის სტრუქტურის შემუშავება HTML5-ის საშუალებით

❏ საიტის დიზაინის აწყობა CSS-ის საშუალებით

❏ ინტერაქციებისა და ანიმაციების გამოყენება CSS3-ის საშუალებით

❏ CSS პრეპროცესორთან (SCSS) თან მუშაობა

❏ სტატიკური ვებგვერდის შექმნა

❏ Responsive Layout-ის შემუძავება სხვადასხვა გაფართოების მქონე ეკრანებისთვის მორგებული დიზაინის აწყობა

 

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები იმუშავებენ მინი პროექტებზე და გაიმართება პროექტების პრეზენტაცია.

 

პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება 100 ბავშვს, 10 - 10 ბავშვი თოთო ჯგუფში, შერჩეული იქნება 10 მოხალისე ტრენერი.

 

6 შეხვედრის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ იმ პირველად ცოდნას და უნარებს რაც დაეხმარებათ შემდეგ გაიარონ ამ მიმართულებებით კურსები.

 

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჯეოლაბის მიერ მომზადებული საგანმანათლებლო რესურსები და ისინი შეძლებენ სურვილის შემთხვევაში დამოუკედებლად გაარძელონ შერჩეული მიმართულებით განვითარება.

 

პროექტის განმავლობაში ტრენერები და მონაწილეები გაწევრიანდებიან facebook-ის ჯგფში სადაც მუდმივად შეძლებენ დასვან შეკითხვები და მოხალისეებისაგან მიიღონ პასუხები ტექნოლოგიებთან დაკაბვშირებულ თემებზე.

Front end web development - საბაზისო კურსი

Book program