საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
საერთო სამუშაო სივრცე

ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცე (co-working) არის ღია ტიპის ოფისი, რომელიც ბიზნეს ინკუბატორის გუნდებსა და დამწყებ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას უფასოდ გამოიყენონ სამუშაო საოფისე ფართი, ასევე, აღნიშნულ გარემოში დამწყებ მეწარმეებს აქვთ წვდომა ბიზნეს ინკუბატორის წევრებთან, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან. ხვდებიან ყველაზე წარმატებულ და გამოცდილ მენტორებს, რაც ხელს უწყობს მათი ბიზნესისა და პროფესიონალურ განვითარებას. ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცე ქმნის სასწავლო გარემოს და აყალიბებს ძლიერ სამუშაო კულტურას. აღნიშნულ გარემოში, სივრცის წევრების დახმარებით, სტარტაპებს მიეცემათ უდიდესი შესაძლებლობები ბიზნესის განვითარების მხრივ:

  • ბიზნესის სწრაფი განვითარება
  • პირადი და პროფესიონალური ქსელის გაზრდა
  • ახალი კლიენტების მოძიება და შემოსავლის გაზრდა
  • ნიჭიერი სპეციალისტების დასაქმება.
  • პროდუქტიულობა
  • იზოლირებული სამუშაო გარემო
  • შრომისმოყვარე ინდივიდუალებთან მუშაობით, მოტივაციის გაზრდა და შემოქმედებითი უნარების გამომუშავება
  • ბიზნეს იდეების და პროექტების შეფასება და კონსულტაცია
  • პროფესიონალურ გარემოში მუშაობა.
  • მორგებადი სამუშაო გარემო.
  • ბარიერების გადალახვა.

საერთო სამუშაო სივრცის რეზიდენტებისთვის ხშირად იგეგმება გაცნობითი სახის ღონისძიებები სტარტაპ საზოგადოებასთან, სხვადასხვა ტიპის ტრენინგები, პრეზენტაციები სტარტაპების შორის. მათ, ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ ფაბლაბის, სატრენინგო ოთახების, საკონფერენციო დარბაზის რესურსი და ბიზნეს კონსულტანტების მომსახურება. ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცე ხელს უწობს ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბებას და განვითარებას. ის აკავშირებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს და მენტორებს და ამით ხელს უწყობს ინოვაციური პროდუქტების შექმნას, თანამშრომლობის და დასაქმების პერსპექტივას და წვდომას უსაზღვრო შესაძლებლობებთან. საბოლოო ჯამში, მსგავსი საზოგადოება შექმნის იდეალურ ეკოსისტემას ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისთვის.