საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
კომპონენტი 1: ინოვაციების ინფრასტრუქტურის შექმნა

ამ კომპონენტის მიზანია ინოვაციებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა,  ციფრული წიგნიერების განვითარება, ფართოზოლოვან ინტერნეტში ჩართვისა და მისი გამოყენების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

დაგეგმილია, რეგიონებში 50 თანამედროვე სტანდარტების მქონე, ინოვაციების ცენტრების გახსნა, რომლის მთავარი ფუნქცია სოფლად, პატარა და დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ინოვაციურ აქტივობებში ჩართვის წახალისებაა.

თბილისში და ზუგდიდში უკვე არსებული ტექნოპარკის მსგავსად, რეგიონული ინოვაციების ცენტრები აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც საშუალებას მისცემს ყველა ასაკის, ინოვაციური იდეის მქონე ადამიანს შექმნას პროტოტიპი და განავითაროს საკუთარი იდეა.

ყველა ცენტრში იქნება მინი ფაბრიკაციის ლაბორატორიები, სადაც განთავსდება: ელექტრონული კონსტრუქტორები, 3D კალამი, მრავალფუნქციური რობოტის ხელი, ელექტრონული რობოტები, და ა.შ. აქვე ჩატარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები და სემინარები ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ცენტრში ასევე იქნება სივრცე, სადაც დამწყები მეწარმეები fzikuri pirebiტიპი და განავიტაროს საკუთარი იდეა.  მშვიდ გარემოში შეძლებენ მუშაობას. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ლაბორატორიის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენებას, რაც მოზარდებში თანამედროვე ტექნოლოგიების  პოპულარიზაციის და რობოტოტექნიკასთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას მოგვცემს. 

ასევე დაგეგმილია 8 ინოვაციების ჰაბის გახსნა საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში/რეგიონალურ ცენტრებში, რომლის მთავარი ფუნქცია სოფლად, მცირე და დიდ ქალაქებში არსებული ინოვაციების ცენტრების (იხ. 1.1.)  ერთმანეთთან დაკავშირებაა. ცენტრებისაგან განსხვავებით, ჰაბებში ასევე იქნება სამრეწველო, ინოვაციური ლაბორატორიები, რომლებიც აღიჭურვება მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, და რომლებიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი იდეა აქციონ რეალობად, მაგალითად: პროგრამირებისა და ჩარხის დანადგარი, 3D პრინტერი და სკანერი, პროგრამირებადი საკერავი მანქანა, ბრტყელზედაპირზე მბეჭდავი პრინტერი, პროგრამირებული ლაზერული ჭრის დანადგარი, და ა.შ. ინვაციური ცენტრების მსგავსად, ჰაბებშიც იქნება ოთახები, სადაც დამწყები მეწარმეები და ფიზიკური პირები მშვიდ გარემოში შეძლებენ მუშაობას.

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა გულისხმობს ‘ინტერნეტი განვითარებისათვის’ პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონში 60,000 სოციალურად დაუცველი ოჯახისა (რეგისტრირებულნი არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია და/ან ტოლია 100,000-ის) და 10,000 საწარმოს (მიკრო, მცირე და საშუალო) ფართოზოლოვან ინტერნეტში ჩართვა, სოციალურად დაუცველთა ცოდნის ამაღლება ციფრულ წიგნიერებაში და მეწარმეებისათვის ელექტრონული კომერციის საფუძვლების შესწავლა. კერძოდ, დაგეგმილია:

 

  • სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და აქტიური სამეწარმეო სტატუსის მქონე მეწარმეების ინტერნეტის, ელექტრონული კომერციის მნიშვნელობისა და მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ჩატარდება ორი ტიპის ტრენინგ კურსები: ციფრულ (ინტერნეტი, კომპიუტერი, საოფისე პროგრამები, ა.შ.) და ელექტრონული წიგნიერებაში (ელ-კომერცია, ელ-ბიზნესი, ელ-მმართველობა, ა.შ.);

 

  • ტრენინგ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ 60,000 სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის 150 ლარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის ვაუჩერების გადაცემა ინსტალაციის საფასურის დასაფარად;

                                                                                                                                       

  • ტრენინგ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, 10,000 მეწარმისათვის 200 ლარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტ ვაუჩერის გადაცემა. ვაუჩერი გამოიყენება, როგორც პირველადი ინსტალაციისათვის, ასევე არსებული ინტერნეტ პაკეტის გასაუმჯობესებლად;

 

  • პროექტის კვალიფიციური ექსპერტების მიერ ჩატარებული ელექტრონული წიგნიერების შესახებ ტრენინგ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მეწარმეები უფასოდ მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს ელექტრონულ კომერციასა და ელექტრონულ ბიზნესში, რომელიც მათ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებათ. პროექტი მათთვის ასევე უზრუნველყოფს ვებ-გვერდების დამზადებას კომპანიების ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით.

 

  • ასევე, მეწარმეებისა და ოჯახებისათვის დაგეგმილია საინფორმაციო პორტალის შექმნა, რაც მათ საშუალებას მისცემს რეგიონში არსებული ინტერნეტპროვაიდერების მეშვეობით ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში/გადაიხადონ სააბონენტო გადასახადი და ასევე ონლაინ მიიღონ ინტერნეტ ვაუჩერები.