საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ILab-ები

სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობ ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობად განიხილება საქართველოში ინოვაციების ლაბორატორიების ქსელის განვითარება. მიმდინარე პერიოდისთვის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით ფუნქციონირებს ინოვაციების ლაბორატორიები სამ ლოკაციაზე, ჯეოლაბი, გეიმლებ ილიაუნი და სიჯი მულტილებ ჯიპა.

ინოვაციების ლაბორატორიები ორიენტირებულია ხელი შეუწყოს სპეციალისტების მომზადებას, შექმნას კომფორტული გარემო ნოვატორული იდეების გენერირებისთვის, პროექტული მართვის უნარების განვითარებისთვის და ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტარტაპების შექმნისთვის.

ზემოხსენებული 3 უნივერსიტეტის ბაზაზე ერთობლივად, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ინოვაციების ლაბორატორიები ახალისებენ გამოყენებითი სწავლების პროცესს, სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს კურიკულუმებს მობილური პლატფორმების პროგრამირების უნარების გაძლიერებისთვის, კომპიუტერული თამაშების განვითარებისთვის, კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების მიმართულებით ცოდნისა და უნარების გამდიდრებისთვის. ყველა ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. ლაბორატორიების პერსონალმა გაიარა აღნიშნული სივრცის ეფექტური მართვისა და ოპტიმალური ათვისების ხელშეწყობისთვის საჭირო ტრენინგები. ლაბორატორიები მომართულია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ჰაკათონების, მეიქათონების და ოლიმპიადების ორგანიზებასა და სტარტაპების შექმნის პროცესში.

ინოვაციების ლაბორატორიების ტექნოლოგიური ბაზა მყარ საფუძველს ქმნის ახალგაზრდებში ციფრული უნარების შექმნისა და გამდიდრების მიზნის მისაღწევად. ინოვაციების ლაბორატორიები წარმოადგენენ 24 საათიან სამუშაო სივრცეს დამწყები კომპანიებისთვის და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული დამატებით ინვესტიციას სტარტაპ ეკოსისტემის ფორმირების პროცესში.