საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
რეგიონული ცენტრები

რეგიონალური ინოვაციების ჰაბების და ინოვაციების ცენტრების გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს  საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომით, დისტანციური სწავლებისა და დასაქმების სისტემების მოსახლეობაში დანერგვის გზით საქართველოს მოსახლეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

რეგიონალური ინოვაციების ჰაბები და ინოვაციების ცენტრები უზრუნველყოფს წვდომას

  • სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან ინოვაციური იდეების პროტოტიპირებისათვის;
  • ინფორმაციაზე (სოფლის მეურნეობა, ბიზნესი, დასაქმება, გრანტები და სხვა);
  • მოწინავე ცოდნასთან და გამოცდილებასთან ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • ელეტრონული კომერციის სისტემასთან.
  • დისტანციური დასაქმების პლატფორმებთან
  • სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სერვისებთან

აგრეთვე უზრუნველყოფს:

  • დისტანციური სწავლების შესაძლებლობას
  • სერვისებს რეგიონში დამწყები Start-up კომპანიების აღმოსაჩენად და განსავითარებლად;
  • ინიციატივების მხარდაჭერას და წახალისებას;
  • კავშირს პროექტის განსახორციელებლად საჭირო კადრებთან ან ექსპერტებთან;

 

ინოვაციების ცენტრის სივრცითი მოწყობა და სერვისები

ინოვაციების ცენტრების სივრცე ოთხ ძირითად კონცეფციას მოიცავს:

  • სასწავლო ოთახი
  • კომპიუტერების ოთახი
  • საერთო სამუშაო სივრცე
  • სამუშაო სივრცე (Maker Space)

 

სასწავლო ოთახი

სივრცე განკუთვნილია სასწავლო პროგრამების დასანერგად და განსახორციელებლად. ტრენინგები და კურსები საშუალოდ 15 ადამიანზე იქნება გათვლილი. სასწავლო ოთახი აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის აუცილებელი ავეჯითა და საპრეზენტაციო ტექნიკით: პროექტორით, სამუშაო დაფითა და კომპიუტერით. სივრცით სარგებლობა შესაძლებელი იქნება დისტანციური სწავლების და ონლაინ გაკვეთილებისთვის, პრეზენტაციებისთვის და შეხვედრებისთვის. სასწავლო ოთახში შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დანერგილი სასწავლო პროგრამების გავრცელება, არამედ საზოგადოების მიერ მოთხოვნილი კურსების მოსმენაც

 

კომპიუტერების ოთახი

ინოვაციების ცენტრები აღჭურვილი იქნება საშუალოდ 5 – 6 კომპიუტერით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება დისტანციურ პლატფორმებთან წვდომა, ინფორმაციის მოძიება და პროექტებზე მუშაობა.

 

საერთო სამუშაო სივრცე

საერთო სამუშაო სივრცე არის ადგილი საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის, სამუშაო გარემო განკუთვნილია გუნდური მუშაობისთვის და ადამიანებს გამოცდილებისა და ცოდნის უკეთ გაზიარებაში ეხმარება. სივრცე კრეატიულ და ინოვაციურ პროექტებზე მომუშავე ადამიანებისთვის იქნება გათვლილი.

 

სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ:

  • დისტანციურად დასაქმებულ პირებს
  • იდეებსა და პროექტებზე მომუშავე გუნდებს

  

სამუშაო სივრცე (Maker Space)

სამუშაო სივრცე განკუთვნილია პირებისთვის, რომელთაც სურთ დანადგარების გამოყენებით პროტოტიპის დამზადება, უახლესი ტექნოლოგიების გაცნობა.

სივრცე საშუალებას მისცემს მომხმარებლებს განავითარონ საკუთარი უნარები რობოტიკისა და მიკროელექტრონიკის მიმართულებით.

 

სამუშაო სივრეში განტავსებულია შემდეგი აღჭურვილობა:

  • 3D პრინტერი
  • Lego robotics სასწავლო კომპლექტები
  • არდუინოს სასწავლო მოდულები
  • Littlebits ელექტრონიკის სასწავლო კომპლექტები

 

 მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს:

  • საერთო სამუშაო სივრცით (შეხვედრებისთვის, დისკუსიებისთვის, ჯგუფური მუშაობისთვის)
  • 3D პრინტერით
  • Lego robotics მოწყობილობებით
  • არდუინოს მოწყობილობებით
  • Littlebits მოწყობილობით
  • ცენტრში არსებული კომპიუტერებით (ლეპტოპებით)

  

ტრენინგ-კურსები ინოვაციების ცენტრებში:

  • ტრენინგები სოციალური მედიაში-როგორ მუშაობს ინტერნეტი, რისგან შედგება ვებგვერდი, რა არის HTML, რა არის მასმედია, რა არის სოციალური მედია, ბეჭდვითი მედია სახალხო, ტელევიზია ინტერნეტი, ბლოგის ფუნქციონირების პრინციპები, Facebook – როგორ გავაფართოვოთ ფეისბუქის შესაძლებლობები

საქართველოს მასშტაბით სულ შექმნილია 1 რეგიონალური ინოვაციების ჰაბი/მინი ტექნოპარკი ქ. ზუგდიდში და 3 ინოვაციების ცენტრი ქ. ბაღდათში, ხარაგაულში და სოფ. ჭოპრტში.