საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ტექნოპარკი თბილისი

ტექნოპარკი წარმოადგენს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პროექტს, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის შექმნაზე. ტექნოპარკი ქმნის ფიზიკურ სივრცეს, სადაც აკუმულირებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც გამიზნულია რომ ემსახუროს საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას.

ტექნოპარკი, ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ხელს უწყობს მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების ჩასახვასა და ზრდას, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზრებზე. აერთიანებს რა ინტელექტუალურ რესურსსა და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, ტექნოპარკი წარმოადგენს ინოვაციებზე ორიენტირებული სტარტაპ ეკოსისტემის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს, ხოლო მისი დინამიური, განახლებადი და განვითარებადი ხასიათი აქცევს მას ცვლილებებისა და განვითარების ეპიცენტრად. იგი აერთიანებს ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე საოფისე, საერთო-სამუშო და რეკრეაციულ სივრცეებს. პარკი უზრუნველყოფს წვდომას ტრენინგ-ცენტრებსა და შოურუმებზე.

როგორც ტექნოლოგიებთან და ზოგად ინფრასტრუქტურასთან, ასევე აღიარებული მენტორების მეშვეობით საერთაშორისო გამოცდილებასთან და ცოდნასთან წვდომის უზრუნველყოფით, ერთობლიობაში ტექნოპარკი წარმოადგენს ადგილს სადაც კომფორტული გარემოა შექმნილი იდეიდან ბაზარზე გასული, ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელის მქონე სტარტაპის ჩამოყალიბებამდე მანძილის გასავლელად.