საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
Go Global

ქვეყანაში ინოვაციების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან  თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. სააგენტო აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და სწავლობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გლობალურ ტენდენციებს, რათა მოხდეს მათი შესაბამისი ინტეგრირება ქართულ რეალობაში.

სააგენტოს დონორებთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით, კერძოდ უზრუნველყოფს:

  •  უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიებასა და ანალიზს;
  •  კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და განახლებას;
  •  მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობას;
  •  ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით;
  •  ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
  •  ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობას;
  •  ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვას;
  •  ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაციას;
  •  სტარტაპების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და სხვ.

საერთაშორისო ქსელები/ღონისძიებები