საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
კომპონენტი 3: ინოვაციების დაფინანსება

კომპონენტი გულისმოხმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  კომერციალიზაციის ხელშეწყობას საგრანტო კონკურსების საშუალებით. ინოვაციური იდეების ხელშეწყობის მიზნით, პროექტით გათვალისწინებულია 2 ტიპის დაფინანსება: სტარტაპების თანადაფინანსების  გრანტი და ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი.

  • სტარტაპ გრანტების მიზანია დამწყები, კერძო, მცირე და ინოვაციური საწარმოების ხელშეწყობა. დაფინანსდება ისეთი პროექტები, რომელთა მთავარი მიზანია ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტების (სერვისების) შემუშავება/ათვისების და მათი შემდგომი კომერციალიზაციის გზით საქართველოში ინოვაციის და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

 

ამ კომპონენტის ფარლებში, ერთწლიანი პროექტის განხორციელებისათვის გაიცემა მაქსიმუმ 100’000 ლარის ოდენობის გრანტი. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10% თანადაფინანსების სახით, განმცხადებლის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

  • ნოვაციების თანადაფინანსების გრანტები გულისხმობს პროდუქტის, ტექნოლოგიური, ან ბიზნეს პროცესების ინოვაციებისა და ასევე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას იმ საწარმოებისათვის, რომლებიც საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე მინიმუმ 2 (ორი) წლით ადრე იყვნენ რეგისტრირებულნი.

ინოვაციების გრანტი შესაძლებელია დაფინანსდეს მაქსიმუმ 500’000 ლარით და ორწლიანი განხორციელების ვადით. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 30% თანადაფინანსების სახით, განმცხადებლის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. 

დეტალური ინფორმაცია გრანტებთან დაკავშირებით იხილეთ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პორტალზე: www.grants.gov.ge 

მაღალი ხარისხის განაცხადების უზრუნველსაყოფად საგრანტო კონკურსში მონაწილე პირებს გაეწევათ ტექნიკური დახმარება საინფორმაციო დღეების ტრენინგების და სემინარების სახით, სადაც ისინი გაეცნობიან განაცხადის შევსების წესებს და აგრეთვე დახმარებას მიიღებენ საინვესტიციო კომიტეტის წინაშე ინტერვიუსთვის მომზადების კუთხით.