საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
კომპონენტი 2: ინოვაციების ხელშემწყობი სერვისები

ეს კომპონენტი გულისხმობს, ინოვაციის ცენტრების ბაზაზე (იხ. კომპონენტი 1) საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, პასიური ინოვატორებისა და მეწარმეების გამოვლენას და მათი უნარ-ჩვევების განვითარებას.  

მთელი საქართველოს მასშტაბით, ფიზიკური პირებისა (8 წლიდან ზევით) და მეწარმეებისათვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის ინოვაციური კონკურსებისა (ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის, ა.შ.) და გამოფენების ორგანიზება. ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის ზრდას, პასიური ინოვატორების წარმოჩენას, მონაწილეთა შორის არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ინოვატორებისა და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას მომავალში საქმიანი ურთიერთობების (ასევე დასაქმების) ჩამოყალიბების მიზნით.

სკოლის მოსწავლეებში ინფორმაციული ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონებში, გაიმართება კონკურსები ინფორმატიკასა და რობოტექნიკაში. პროექტის დახმარებით, კონკურსის გამარჯვებულს კი ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ოლიმპიადა მთელს მსოფლიოში.

პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ციფრულ წიგნიერებაში,  (კომპიუტერული პროგრამირება, პროგრამების შექმნა, ქსელის ადმინისტრირება, ა.შ.) ბიზნესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას (ბიზნეს გეგმის მომზადება, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსების მოძიება, ა.შ.), რათა გაიზარდოს მათი პროდუქტიულობა, კონკურენტუნარიანობა და დასაქმება.

აღნიშნული კომპონენტი ასევე გულისხმობს ბიზნეს ინოვაციების მხარდაჭერას, კერძოდ 1) რეგიონალური ინოვაციის ჰაბების (იხ. კომპონენტი 1) მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებით სხვადასხვა სახის ტექნიკური ტრენინგების ჩატარებას (მაგ. 3-D მოდელირებაში, ავტომატიზირებულ წარმოებაში, ა.შ.), 2) ინოვატორების ინდივიდუალური რჩევებით უზრუნველყოფას, და 3) ფირმებისათვის გრძელვადიანი კონსულტაციებით (მენტორინგი) უზრუნველყოფას.  ამ  უკანასკნელის წარმატებით განხორციელებისათვის, ასევე დაგეგმილია მენტორთა ქსელის შექმნა,  სადაც უმრავლესობა უცხოეთში მოღვაწე მეწარმეები/ბიზნესმენები იქნებიან. ფირმები პოტენციურ მენტორთა სიიდან თავად შეარჩევენ შესაბამის კანდიდატს, რის შემდგომაც მენტორს ექნება საშუალება, რომ დაეთანხმოს და/ან უარი უთხრას ინიციატორ ფირმას თანამშრომლობაზე. სწავლების პროცესის დასრულების შემდგომ, მენტორს შეუძლია გახდეს ბენეფიციარი ფირმის ბიზნეს პარტნიორი, მომხმარებელი და/ან ინვესტორი.