საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
IT სპეციალისტები

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია საინფორმაციო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი პროექტების და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა დაკოორდინირება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების ყველა სფეროში შეღწევის ხელშეწყობა და გამოყენების ეფექტურობის ამაღლება.

სააგენტოს ინიციატივთ იქმნება პორტალი, რომლის მიზანია საქართველოში არსებული IT სპეციალისტების ერთიან ბაზაში გაერთიანება, მათი დასაქმების ხელშეწყობა და კომერციალიზაცია. სააგენტოს ხედვის შესაბამისად, აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად სააგენტო მომხმარებელს სთავაზობს ფასიან სერვისს, რომლის სანაცვლოდაც IT სპეციალისტები მიიღებენ დასაქმების შესაძლებლობას, ხოლო კომპანიები შეძლებენ ახალი თანამშრომლის მარტივად შერჩევას.

პორტალზე რეგისტრაციას კონკრეტული სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ შეძლებს როგორც IT სპეციალისტი, ისე კომპანია, რომელიც დაინტერესებულია IT მიმართულებით თანამშრომლის აყვანით. გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ კომპანიებს ექნებათ წვდომა იმის შესახებ თუ სად მიიღეს განათლება, რა პროექტებზე უმუშავით, არიან თუ არა დასაქმებულნი და რომელ კომპანიაში მუშაობენ მათთვის საინტერესო კანდიდატები.