საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სტარტაპ ბითსი

სტარტაპ ბითსის ფარგლებში ხორციელდება რეგულარული შეხვედრები, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულo ადამიანები, მათ შორის წარმატებული სტარტაპერები გამოცდილებას უზიარებენ დამსწრე საზოგადოებას.  

“Startup Beats" ქართულად ნიშნავს, სტარტაპების გულისცემას, დინამიკას, სწორედ ამ დინამიკის შექმნა და ქართული სტარტაპ საზოგადოების შექმნა და განვითარებაა ჩვენი მთავარი მიზანი. შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მოხდეს სტარტაპებს შორის საქმიანი ურთიერთობის გაძლიერება, და აგრეთვე სპიკერების და სტარტაპების დაკავშირება, სწორი კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება.

სტარტაპ ბითსის სტუმრები იყვნენ ისეთი წარმატებული ინოვატორები, როგორები არიან გუკა თავბერიძე - “სავსე”-ს დამფუძნებელი, გიორგი არისონი- “shift”-ის დამფუძნებელი, და ბევრი სხვა ისეთი ადამიანი რომელთა მიმართაც არის დიდი საზოგადოებრივი ინტერესი.