საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სტარტაპ მეგობრული

სტარტაპ მეგობრული არის საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებულ სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროექტი.

პროექტის მიზანია ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ინოვატორების და სტარტაპების სწრაფი განვითარების ხელშესაწყობად.  რაც გულისხმობს, ისეთი კომპანიების მოძიებას, რომელთაც შეუძლია სტარტაპებისთვის სპეც პროდუქტის შეთავაზება, ხოლო მეორე მხრივ სტარტაპების გაფილტვრას და იმის უზრუნველყოფას, რომ პროგრამას ყავდეს გამიზნული, სწორად შერჩეული ბენეფიციარები.

კომპანიას შეუძლია გახდეს სტარტაპ მეგობრული იმ შემთხვევაში თუ:

1) აქვს სპეც შეთავაზება სტარტაპებისთვის; 

2) აფინანსებს სტარტაპებს;

3) თანამშრომლობს სტარტაპებთან საერთო პროექტების/მომსახურების შექმნის მიზნით.

მეორე მხრივ, საწყის ეტაპზე, სტარტაპ მეგობრულის ბენეფიციარები შეუძლიათ გახდნენ მხოლოდ ისეთ სტარტაპებს, რომლებსაც მონაწილეობა მიუღიათ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, საპარტნიორო ფონდის რომელიმე პროგრამაში. ეს, ამცირებს პროგრამის ბოროტად გამოყენების შანსს.

იმისათვის რომ პროცესი ეფექტურად წარიმართოს და სტარტაპების დაკავშირება დიდ კომპანიებთან იყო შედეგიანი, აუცილებელია არსებობდეს ინტერნეტ პორტალი.


სტარტაპ მეგობრული პორტალის მეშვეობით, სტარტაპს ექნება საშუალება ისარგებლოს სტარტაპ მეგობრულის ფარგლებში არსებული უპირატესობით, ასევე შეეძლება დააფიქსიროს თავისი საჭიროებები. მეორეს მხრივ, კომპანიებს ექნებათ საშუალება დარეგისტრირდნენ, და წარადგინონ თავიანთი შეთავაზებები.

ორივე შემთხვევაში, იმისთვის, რომ სტარტაპი გახდეს პროგრამის ბენეფიციარი, ან კომპანია გახდეს სტარტაპ მეგობრული აუცილებელია მოხდეს მათი მონაცემების ვალიდაცია და მხარეებს შორის პირობების შეთანხმება. შესაბამისად აუცილებელია არსებობდეს კურატორი, რომელიც ამავდროულად იქნება პორტალის ადმინისტრატორი  (სააგენტოს წარმომადგენელი).


სტარტაპის რეგისტრაცია

სტარტაპერს უნდა შეეძლოს დარეგისტრირება (პროფილის შექმნა), იმისთვის რომ გახდეს სტარტაპ მეგობრულის ბენეფიციარი. ამისათვის საჭიროა დამფუძნებელმა დაარეგისტრიროს სტარტაპი და მისი თანადამფუძნებლები.

სტარტაპის რეგისტრაციის შედეგად მიღებული სარგებელი

სტარტაპის პორტალზე დარეგისტრირების შემდგომ მომხმარებელი ხდება სტარტაპ მეგობრული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, რაც შესაბამისად ნიშნავს რომ ის ხდება სტარტაპ მეგობრულის ბენეფიციარი.

სტარტაპ მეგობრულის პორტალზე დარეგისტრირებული დამფუძნებელი იღებს შემდეგ სარგებელს:

  • წვდომა შეღავათიან პროდუქტებზე/სერვისებზე
  • წვდომა პოტენციურ ინვესტორზე
  • წვდომა მედია გაშუქებაზე, სააგენტოსთვის არსებული რესურსით
  • საკონფერენციო და სატრენინგო ოთახებზე ფასდაკლება
  • სააგენტოს მიერ ჩატარებულ პროგრამებზე ფასდაკლება
  • უფასო კონსულტაციები ფინანსური, იურიდიული, და მენეჯმენტის მიმართულებით.


კომპანიის რეგისტრაცია

კომპანიის წარმომადგენელს უნდა შეეძლოს შეთავაზების ატვირთვა პორტალზე. ამისათვის საჭიროა მან გაიაროს რეგისტრაცია - დაარეგისტრიროს კომპანია და შემდგომ შეთავაზება.

ვალიდაციის გავლის შემდგომ შეთავაზება დაიდება პორტალზე - პარტნიორი კომპანიების გვერდზე, სადაც  სტარტაპერს (რომელიც შესულია სისტემაში) საშუალება ექნება მოითხოვოს შეთავაზება.

აღსანიშნავია, რომ ძირითადად კომპანიის შეთავაზებები იქნება 1 წლიანი, თუმცა დამატებით კომპანიის რეგისტრაციის შედეგად მიღებული სარგებელი პორტალზე რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდგომ, კომპანიას ავტომატურად ენიჭება სტარტაპ მეგობრულის სტატუსი. რაც გულისხმობს, რომ კომპანია სააგენტოსთან ერთად აკეთებს შეღავათიან პროდუქტს/სერვისს/პროექტს სტარტაპებისთვის, რაც ეხმარება ახალი იდეების გენერირებას.

როცა კომპანია ხდება სტარტაპ მეგობრული, არსებობს რამდენიმე შესაძლო სარგებელი კომპანიისთვის:

  • სტარტაპების რაოდენობა საქართველოში 200 ზე მეტია, რაც შეიძლება გულისხმობდეს კომპანიებისთვის კორპორატიულ კლიენტებს, რომლებიც პოტენციურად მზარდია და მომავალში გაზრდილ გაყიდვებს გულისხმობს.
  • მას აქვს წვდომა მის ინდუსტრიაში მოღვაწე სტარტაპებთან, რომლებთანაც შეუძლია მომავალი საერთო პროექტების კეთება.
  • კომპანია ხდება სტარტაპ მეგობრული, რაც დამატებითი პიარია კომპანიისთვის, და ამის გაშუქება ხდება სააგენტოს და კომპანიის რესურსით
  • “ასოციაცია მომავალთან” - კომპანია ეხმარება სტარტაპებს, რაც ცვლის მის იმიჯს, როგორც განვითარებად  და დროსთან შესაბამის კომპანიას
  • სტარტაპ მეგობრულ კომპანიებს ექნებათ ფასდაკლება ტექნოპარკის სერვისებზე (ოთახების ქირაობაზე)
  • ბენეფიციარების და სტარტაპ მეგობრული კომპანიების ნახვა შესაძლებელია ნებისმიერი ვიზიტორისთვის, დამატებით მოტივაციითვის.