საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
საერთაშორისო პარტნიორები - MoUs + Countries

2016 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს (TTU) შორის გაფორმდა მემორანდუმი საერთო კვლევითი და განვითარების აქტივობების განსახორციელებლად. მემორანდუმის ფარგლებში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან არსებული ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის “Mektory” ბაზაზე საქართველოს წარმომადგენლობის, ე.წ. კულტურული ოთახის, გახსნაა დაგეგმილი.

2016 წლის 6 მაისს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიები სააგენტოსა და კორეის ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტოს (National Information Society Agency (NIA) შორის გაფორმდა მემორანდუმი საქართველო-კორეის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ცენტრის შექმნისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის მიზნით. შედეგად, მ/წ 13 დეკემბერს კორეის მთავრობის მხარდაჭერის ფარგლებში თბილისში გაიხნა პირველი ინფორმაციაზე დაშვების ცენტრი, სადაც სპეციალიზირებული დანადგარების საშუალებით შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის უსინათლო და სუსტი მხედველობის მქონე პირს, საკუთარი ბიზნეს იდეების ფორმირება და შესაბამისი ცოდნის მიღება (ტრენინგები, ბიზნეს ლიტერატურა). აღნიშნული ემსახურება მეწარმეობის ინკლუზიურ განვითარებას.

2017 წლის 7 მარტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიები სააგენტოსა და . იაზდის სამეცნიერო და  ტექნოლოგიურ პარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მთავარ საგანს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება სტარტაპების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის მიზნით 2017 წლის 18 აპრილს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ლიტვის ინოვაციის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.