საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რომელიც 7 წლის მანძილზე (2014-2020) გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო თუ კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა თუ ინოვაციებს და საუკეთესო იდეებს.

პროგრამის მისიაა ხელი შეუწყოს ბრწყინვალე მეცნიერებას, უპასუხოს საზოგადოებრივ და ინდუსტრიულ გამოწვევებს.

ჰორიზონტი 2020 წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროპის კონკურენტუნარიანობა მსოფლიოს მასშტაბით. ამაში მოიაზრება ეკონომიური ზრდა და ახალი სამსახურების შექმნა. სწორედ ამ მიზეზით, ჰორიზონტი 2020-ს გააჩნია პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპის ლიდერების და ევროკავშირის პარლამენტის წევრების მხრიდან. ევროპის ლიდერები თანხმდებიან, რომ კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერა არის ინვესტიცია საერთო ევროპული მომავლისათვის.

ჰორიზონტი 2020 პროგრამის ამოცანებია: უზრუნველყოს მსოფლიო-კლასის მეცნიერების განვითარება, მოუხსნას ბარიერები ინოვაციას და შექმნას ინოვაციებისათვის ხელსაყრელი გარემო საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის გზით.

ჰორიზონტი 2020 ღიაა ყველასათვის და გამოირჩევა მარტივი სტრუქტურით, რითაც მასში მონაწილეობის მსურველებს უადვილებს საქმეს და უზოგავს დროს.

„ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნული საკონტაქტო პირები საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად გახლავთ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოც, რომლებიც შემდეგ მომსახურებას სთავაზობენ პროგრამით დაინტერესებულ პირებს:

  • ჰორიზონტი 2020 თემისა და ქმედების ტიპის შერჩევაზე კონსულტაცია;
  • ადმინისტრაციული პროცედურებსა და სახელშეკრულებო საკითხებზე რჩევის აღმოჩენა;
  • საპროექტო წინადადების დაწერასთან დაკავშირებით დახმარება;
  • დოკუმენტაციის გავრცელება (ფორმები, გაიდლაინები, სახელმძღვანელოები და ა.შ.)
  • პარტნიორების მოძიებაში დახმარების აღმოჩენა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: skhachiauri@gita.gov.ge