საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
პროექტები

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თავის საქმიანობაში ფოკუსირებულია შექმნას და განავითაროს ის ინსტრუმენტები, რომელიც ხელს შეუწყოს საქართველოში მდგრადი და ხარისხიანი აქტორებით გაჯერებული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. ამ მიზნით, ორგანიზაცია დაინტერესებულ მხარეებს და პოტენციურ ბენეფიციარებს სთავაზობს პროდუქტების და სერვისების ერთობლიობას, რომელიც ორიენტირებულია დაეხმაროს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ანტრეპრენიორებს და სტარტაპებს მანძილი იდეიდან ფუნქციონირებად შემოსავლის მოდელებამდე ჯეროვნად გაიარონ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო რეგულარულად ცდილობს საკუთარ ბიზნეს ოპერაციებში დანერგოს ისეთი მიმართულებები რომელიც აამაღლებს გამომგონებლებისა და სტარტაპერების პროდუქტიულობას, უზრუნველყოფს მათ წვდომას წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი ისეთ საციცოცხლოდ საკვანძო მხარდაჭერის ფორმებზე როგორიცაა ფინანსები, ცოდნა და ინფრასტრუქტურა.

მიმდინარე ეტაპზე, მცირე გრანტების პროგრამა, სტარტაპ მეგობრული, სტარტაპ ბიტსი, ბუთქემფი, საერთო სამუშაო სივრცე, ინკუბატორი, იდეების რეესტრი, ტრენინგების პორტალი და IT მხარდამჭერთა რეესტრი პროდუქტებისა და მომსახურებების იმ ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც საკვანძო ინსტრუმენტებია განვითარებული სტარტაპ ეკოსისტემის ასაშენებლად. 

პროდუქტები ეხმარებიან სტარტაპებს და ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ მეწარმეებს როგორც იმაში, რომ იდეიდან ბაზრამდე მიმავალი გზა ნაკლები რისკებით და მეტი თავდაჯერებულობით გაიარონ, ასევე უკვე ჩამოყალიბებული შემოსავლის მოდელის მქონე ერთეულებს მიიღონ ცოდნა, კონტაქტები, ფინანსები და ზოგადი შესაძლებლობები რამაც შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს მათი ზრდის ტემპი და მიმართულების ხაზი.

ინოვაციების სააგენტოს პროექტები