საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სტარტაპების ევროპული რეგიონების ქსელი - Startup Europe Regions Network (SERN)

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო SERN-ის წევრი 2017 წელს გახდა.

SERN არის რეგიონების ქსელი, რომელიც მიმართულია სტარტაპების მხარდასაჭერად.

SERN-ის მიზანია რეგიონალური ხელისუფლების, განვითარების სააგენტოების, უნივერსიტეტებისა და ასოციაციების შორის კავშირების განმტკიცება, რომლებიც ხელს უწყობენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას რეგიონალურ დონეზე.

SERN- ის წევრობა ღიაა ევროპის რეგიონების განვითარების სააგენტოების, უნივერსიტეტების ან ნებისმიერი იურიდიული წარმომადგენლისათვის, რომლებიც ხელს უწყობენ რეგიონალური პოლიტიკის შემუშავებას და დანერგვას ევროპაში სტარტაპებისა და მეწარმეობის მიმართულებით.