საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ევროპის მეწარმეთა ქსელი - Enterprise Europe Network (EEN)

წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ემსახურება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შორის კონკრეტული ბიზნეს შემოთავაზებების ურთიერთგაცვლასა და კავშირების დამყარებას. EEN ქართული კომპანიებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირის ბაზარზე ფართოდ გაავრცელონ საკუთარი ბიზნეს წინადადებები და მოიზიდონ შესაბამისი პარტნიორები.

აღნიშნული ქსელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, ბიზნესისა და ინოვაციების ხელშემწყობი ორგანოა, რომელიც 60 ქვეყანაში 600 პარტნიორ ორგანიზაციასა და მეწარმეთა მომსახურების ფართო სპექტრს აერთიანებს, ამასთანავე, ევროკავშირის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და კერძო სექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდისკენაა მიმართული. 

EEN ბიზნეს თანამშრომლობის ცენტრების მეშვეობით ხელს უწყობს კომპანიების:

  • 500 მილიონიანი მომხმარებლით დაკომპლექტებულ სიცოცხლისუნარიან ბაზარზე წვდომას;
  • ტექნოლოგიების გაცვლის საშუალებით პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას;
  • თავსებადი ევროპელი პარტნიორების მოძიებას;
  • ევროპის მასშტაბით ახალ საწარმოო არხებთან წვდომის გაუმჯობესებას.


GITA- როლი EEN-ში

ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქართველოს 2016 წლიდან აქვს წვდომა ევროკავშირის რამდენიმე პროგრამასა და ფინანსურ ინსტრუმენტზე, მათ შორის გახლავთ ევროპის მეწარმეთა ქსელი (Enterprise Europe Network - EEN).

საქართველოს ინოვაციების და ტენოლოგიების სააგენტო დააწარმოე საქართველოში“ EEN-ის ოფიციალური წარმომადგენლები არიან საქართველოში, კერძოდ, გახლავთ EEN-ის Business Cooperation Center (BCC). შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები ეხმარებიან ქართულ კომპანიებს / სტარტაპებს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში.

2016 წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 3 ქართული ორგანოზაცია დააკავშირა ლიტვურ მხარეს, რომლებთანაც მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებებს. ასევე სააგენტომ EEN-ის პლატფორმაზე დაარეგისტრირა 3 ქართული კომპანია, რომელთაც სურთ საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირება.

დამატებით აღსანიშნავია, რომ GITA პერიოდულად ტექნოპარკში აწყობს EEN-ის გარშემო საინფორმაციო დღეებს (13 დეკემბერი, 2016 და 18 მაისი, 2017), რომლის ფარგლებშიც მოწვეულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები / საქართველოსთვის გამოყოფილი EEN-ის მენტორი, რომლებიც ქართულ კომპანიებს უზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას თუ რა სარგებელი შეიძლბა მიიღონ EEN-ის პლათფორმის გამოყენებით კომპანიებმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით: spachulia@gita.gov.ge