საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სატესტო მოწყობილობების შოურუმი

ტექნოპარკის შოურუმები მოიცავს შემდეგ კომპანიებს: Intel, HP, Samsung, Epson, cisco, რომლებშიც განთავსებულია აღნიშნული კომპანიების უახლესი ტექნიკა. მათ ტექნოპარკის წევრები და ბიზნეს ინკუბატორის გუნდები იყენებენ საკუთარი პროდუქტის ტესტირებისათვის. შოურუმები მოიცავს ჭკვიან საათს, ოკულუსს, საუკეთესო გამოსახულების ეკრანებს, მაღალი წარმადობის პრინტერებს, პერსონალურ პროფესიონალურ კომპიუტერებსა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიურ დანადგარებს.

2016 წლის ივლისის თვიდან დაიწყო მუშაობა ტექნოპარკში არსებული შოურუმების განვითარებასა და სატესტო ტექნიკის განახლებაზე, სწორედ ამ მიზნით ყველა შოურუმი დაიტვირთა უახლესი ტექნოლოგიური აპარატურით. ტექნოპარკის წევრებს წვდომა ექნებათ მაღალტექნოლოგიურ უახლეს აპარატებთან და დანადგრებთან.


განახლდა ინტელის შოურუმი, სადაც დაემატა რამდენიმე ტიპის ახალი მიკროკონტროლერი და მიკროპროცესორი: 

INTEL EDISON - არის SD-card-ის ზომის ძალიან პატარა კომპიუტერი. მისი გამოყენებით შესაძლებელია საშუალო და მცირე ზომის ნივთების გარდაქმნა Smart-აპარატურად. მისი საშუალებით შესაძლებელია მრავალი სენსორების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებისთვის. Intel Edison-ის ძირითადი მომხარებელთა ბაზაა IoT (Internet of Things) დეველოპერები.

INTEL GENUINO - არის იდეალური დამწყები დეველოპერებისთვის და გამომგონებლებისთვის. Genuino აღჭურვილია, გიროსკოპით, აქსელერომეტრით და ბლუთუსით. ეს მოწყობიობა იდეალურია პროტოტიპებოს შესაქმნელად. 

INTEL CURIE - არის Intel-ის მიკროკონტროლერი რომლის გამოყენებაც გათვლილია “wearable” ტექნოლოგიაზე. მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეიძლება საფუძველი დაუდოს ახალი პროდუქტების შექმნას და გახდეს შთაგონების წყარო სხვადასხვა მიმართულებით.

INTEL COMPUTER STICK - არის პატარა ზომის კომპიუტერი. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების ფარგლებში, ტექნოპარკის სივრცეში განთავსებულნი არიან სხვადასხვა გუნდები, რომელთა პროექტების სპეციფიკიდან გამომდინარე ამ მოწყობილობის არსებობა ტექნოპარკის სივრცეში ხელს შეუწყობს და გაზრდის მათი მუშაობის ხარისხს.

INTEL SMART CAMERA - მოქმედებს როგორც HD კამერა, იმფრაწითელი კამერა და იმფრაწითელი ლაზერული პროექტორი. ამ ტექნოლოგიას აქვს საშუალება იგრძნოს სიღრმე და აკონტროლოთ ადამიანის მოძრაობა.

INTEL EDISON KIT FOR ARDUINO - განახლდა HP-ის შოურუმიც, სადაც დაემატა ახალი 3 სამუშაო ადგილი, გაუმჯობესდა ხარისხი არსებული მოწყობილობების. ტექნოპარკის შოურუმებს ასევე დაემატა სხვადასხვა მოწყობილობა: შოურუმში განთავსებულია დრონები, აიპადი, ლეგო რობოტი, ვინდოუს სისტემის ტელეფონი, ასევე დაგეგმილია მისი განვითარება და სხვადასხვა ტექნიკით აღჭურვა, რაც დაინტერესებულ ადამიანებს მისცემს საშუალებას იმუშაონ ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: რობოტიკა, მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი მოწობილობები, დრონები, მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი განათებები, 3დ დიზაინი, ვირტუალური რეალობა, ვირტუალური და არსებული რეალობის სინქრონი, ჰოლოგრაფული გამოსახულებები რეალობაში, დიზაინში, არქიტექტურაში, ინჟინერიაში და ა.შ გაიღრმავონ ცოდნა, ქონდეთ ამ საშუალებებზე მარტივი წვდომა სატესტოდ, კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად და პროტოტიპირებისთვის.

INTEL EDISON KIT WITH BREAKOUT BOARD - მიკრო ჩიპი

NUC- INTEL -ის მძლავრი მინი კომპიუტერი.