ცხოვრების გამარტივებასა და დაბრკოლებების მარტივად გადალახვაზე ფიქრმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე შეუმჩნეველი ბარიერებიც კი გვაკარგვინებს დროს და დისკომფორტს გვიქმნის. უნივერსიტეტის ტურნიკეტთან წიგნებით ხელში მისულებისთვის საფულის ამოღება და მასში არსებული ბარათების დასტიდან საჭიროს ამორჩევა ზედმეტ ძალისხმევას მოითხოვდა, იმავე პროცესის გავლა კი, დღის განმავლობაში, მრავალ სხვადასხვა ობიექტთან გვიწევდა.

„ხელის ერთი მოსმით“ ამ სისტემებთან იდენტიფიცირება ჩავთვალეთ, რომ დიდ კომფორტს შეგვიქმნიდა და დავიწყეთ ჭკვიანი ბეჭდის განვითარება.

პირველი პროდუქტის შექმნის პროცესი განსაკუთრებით საინტერესო იყო: ვადნობდით სხვადასხვა ტიპის NFC ბარათებს და  3D პრინტერით დამზადებულ ბეჭედში ვათავსებდით.

დროთა განმავლობაში,  ჩვენი გამოგონება დავხვეწეთ და შევამჩნიეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან კომფორტული და თანაც ინოვაციური იყო. ამან სტიმული მოგვცა, ჭკვიანი ბეჭდით სარგებლობის საშუალება სხვებისთვისაც მიგვეცა.

დამფუძნებელი პროექტი სფერო დაფინანსება დაარსების წელი დასაქმებული
გიორგი მიქაცაძე, დავით კვიციანი, კობა ცერცვაძე, ნიკა ჩხარტიშვილი, ნინო გვაზავა სტარტაპ საქართველო სტარტაპ საქართველო 100 000 2016 5