საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ქართველმა სტუდენტმა სადაზვერვო ჯავშანმანქანა DUST-ის დიზაინი შექმნა!

სამრეწველო დიზაინი საქართველოში არც ისე პოპულარული მიმართულებაა და ახალგაზრდებიც იშვიათად ირჩევენ ამ პროფესიას. ქვეყანაში მისი საჭიროების გასაზრდელად, ასევე, ამ პროფესიის მქონე ადამიანების მომიჯნავე სფეროებში „მიგრაციის“ თავიდან ასარიდებლად, საჭიროა არსებობდეს საწარმოები, განვითარებული იყოს მრეწველობის დარგი.თუმცა, მანამ, სანამ ეს ასე არ არის, ქართველი სტუდენტები ეუფლებიან სამრეწველო დიზაინერის პროფესიას და ქმნიან სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს. 2016 წელს, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა, თამაზ არუნაშვილმა სადიპლომო ნაშრომი DUST წარმოადგინა, რომელიც სადაზვერვო ჯავშანმანქანის ფუნქციურად მრავალფეროვან მოდელს მოიცავს. სადაზვერვო, სადესანტო და სამედიცინო დანიშნულებების გაერთიანებამ და სხვა ფაქტორებმა ნამუშევარი საინტერესო გახადა, თუმცა, რამდენად არის საქართველოში მსგავსი პროექტების განხორციელების სურვილი, რესურსი და მზაობა?